წიგნში განზოგადებულია ქიმიისა და მეტალურგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის - იონურ ლღობილთა ელექტროლიზის თეორიისა და სამრეწველო პრაქტიკის ძირითადი საკითხები. განხილულია გამლღვალ მარილთა განმასხვავებელი თვისებები და მაღალ ტემპერატურაზე მიმდინარე პროცესების თავისებურებანი. გაშუქებულია მეტალთა ლღობილთა ელექტროლიზის მეთოდით რაფინირებისა და თხევადი კათოდის გამოყენებით შენადნობების მიღების საკითხები.