მკითხველის წინაშე წარმოდგენილია ევროპულ ღირებულებათა და იდეათა თანამედროვე ქართულ ინტელექტუალურ კონტექსტში რეცეფციის გარკვეული ცდა. კრებულის ავტორები არ იფარგლებიან მხოლოდ ერთი რომელიმე ინტელექტუალური სფეროთი და ევროპული ღირებულებებისა და იდეების მთლიან სივრცეს განიხილავენ – კულტურითა თუ განათლებით დაწყებული და პოლიტიკით დამთავრებული.