რომანი „კუჯო“, ისევე როგორც სტივენ კინგის მრავალი ნაწარმოები, ჰორორის ჟანრს წარმოადგენს. რომანს საფუძვლად ნამდვილი ამბავი უდევს, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ავტორზე, სწორედ ამიტომ ფიგურირებს ნაწარმოებში ცოფიანი სენბერნარი, სახელად კუჯო, რომელიც ნაწარმოების დასაწყისში ჭკვიანი და კეთილი ძაღლია, ადამიანების მოყვარული, თუმცა ზაფხულის ერთ საბედისწერო დღეს ყველაფერი შეიცვლება...