კრებული ეძღვნება, ცნობილი ისტორიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ზურაბ პაპასქირის დაბადებიდან 60 წლისთავს. მასში შესულია მეცნიერის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მასალები; სამეცნიერო პუბლიკაციები საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის, აგრეთვე არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, კულტურის ისტორიის, პოლიტოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების აქტუალურ პრობლემებზე.