ნაშრომში განხილულია მსოფლიოში და საქართველოში მიმდინარე მოსახლეობის დემოგრაფიული დაბერების პროცესი, მისი გავლენა ცალკეული ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე. კრიტიკულადაა განხილული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ასაკოვანი მოსახლეობის სოციალური დაცვისა და დაზღვევის უმნიშვნელოვანესი კომპონენტის პენსიების ფორმირების სისტემები, ის პრობლემები, რომლებსაც ასეთ სისტემებს მოსახლეობის დაბერება, პენსიონერთა წილის ზრდა უქმნის.