,,ვახტანგ ბახტაძის, გამოცდილი ჟურნალისტისა და ლიტერატორის, მონოგრაფიული ნაშრომი სამეცნიერო მონაპოვარზე დაყრდნობით სარწმუნოდ და მიუკერძოებლად წარმოაჩენს ილიას ღვაწლის ამა თუ იმ მხარეს და, იმავდროულად, წარმოსახავს ზოგად ფონსაც იმჟამინდელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური და კულტურული-საგანმანათლებლო რეალობისა, რათა უფრო ხელშესახებად გამოიკვეთოს ილიას პიროვნების მონუმენტურობა და სიმაღლე, მისი სიტყვის ძალა და მადლი, მისი აზროვნების უკიდეგანობა და ის აქტუალობა, სუნთქვასავით რომ გვესაჭიროება ჩვენი ცხოვრების ცოტა არ იყოს ქაოტურ მდინარებაში" – როსტომ ჩხეიძე.