ნაშრომში განხილულია თბილისისა და მისი მიდამოების ისტორიულ-ბუნებრივი პირობები. დადგენილია ბუნებრივად მოზარდი და ინტროდუცირებული მერქნოვანი (ხეებისა და ბუჩქების) სახეობრივი შემადგენლობა. ნაჩვენებია ინტროდუცირებული მცენარეების გამწვანებაში გამოყენების მასშტაბები ცალკეული სახეობების მიხედვით და მათი ფართო გავრცელების ხელის შემშლელი ან ხელშემწყობი ფაქტორები.