სახელმძღვანელოში განხილულია ფოლადის წარმოების სახეობანი ძველი დროიდან დღემდე. დიდი ადგილი აქვს დათმობილი კონვერტერში, მარტენისა და ელექტროღუმელებში ფოლადის დნობის თანამედროვე ტექნოლოგიური პროცესების აღწერას. მოცემულია ფოლადის წარმოების უწყვეტი ხერხის სხვადასხვა ვარიანტი, ღუმელსგარე დამუშავების თანამედროვე მეთოდები, ფოლადის ჩამოსხმის ნაირსახეობანი. განხილულია ფოლადის წარმოების თეორიული საფუძვლები.

