წიგნში მონოგრაფიულად არის შესწავლილი სონეტის ისტორიის ეტაპები ქართულ მწერლობაში. მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული სონეტის ისტორიისა და თეორიის პრობლემები. გაანალიზებულია ქართველ პოეტთა სონეტები ძირითადი ვერსიფიკაციული პარამეტრების შესწავლის საფუძველზე.