გელა გელას-ძე ბანძელაძე, გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ოცდაათი წლის ასაკში გარდაიცვალა. მან თავისი ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე დიდი სითბო და სიყვარული დაიმსახურა და დიდი ტკივილიც დაუტოვა მის ახლობლებს, მეგობრებსა და თანამოაზრეებს.
ეს წიგნი მისი ხანმოკლე, მაგრამ შინაარსიანი ცხოვრების ანოტაციაა, რომელიც მისმა დედამ, დამ და მეგობრებმა მოამზადეს.