ნაშრომში განსაზღვრულია საბჭოური წყობილების სარწმუნოებრივი პოლიტიკა და ქართული საეკლესიო ცხოვრება მეოცე საუკუნის 30-40-იან წლებში. გაშუქებულია „მებრძოლ უღმერთოთა კავშირის“ ადგილი და დანიშნულება საბჭოთა წყობის პოლიტიკაში. ქართველი სამღვდელოების აქტიური მოღვაწეობა ეროვნული ეკლესიისა და მისი კრებულის გადასარჩენად. ამასთან, შესწავლილია ქართული ეკლესიის პოლიტიკურ-ეკონომიკური წვლილი დიდ სამამულო ომში, მისი ადგილი და დანიშნულება საერთაშორისო პოლიტიკაში. მრავალრიცხოვან მასალებზე დაყრდნობით შესწავლილია ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისათვის ბრძოლის მნიშვნელოვანი მომენტები, მისი მეტ-ნაკლებად გამოსვლა ტოტალური კარჩაკეტილობიდან და საერთაშორისო ასპარეზზე გაჭრის მცდელობანი.