კრებულში შესულია ნოველები, ლექსები და რომანი - "ერთი ღამე და მთელი ცხოვრება", რომლის "ხერხემალს" წარმოადგენს მთავარი პერსონაჟი - ერთი პატარა სოფლის მოხუცი მესაფლავე მოსე. ერთი ღამის განმავლობაში მის თვალწინ იშლება თავისი თანასოფლელების კომიკური თუ ტრაგიკული თავგადასავლები. მათი ერთობლიობა კი წარმოადგენს ჩვენს არც თუ ისე შორეულ წარსულს, რაც გაგვივლია და რისთვისაც აქამდე გაგვიძლია. ყოველი გადალახული სიძნელის მიუხედავად, ავტორი ქვეშეცნეულად გვარწმუნებს, რომ ნამდვილად ღირდა ჩვენი ამქვეყნად მოსვლა, რომ სიცოცხლე, მართლაც რომ, მშვენიერია.