წიგნში იმ დისკუსიების ტექსტური ვერსიებია თავმოყრილი, რომლებსაც საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია ერთი წლის მანძილზე გოეთეს ინსტიტუტში მართავდა. დისკუსიების თემა საბჭოთა წარსულის გააზრება გახლდათ და ბევრ მნიშვნელოვან საკითხს მოიცავდა - საბჭოთა მწერლობას, კინოს, არქიტექტურას, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ნაციონალიზმს, სტალინურ რეპრესიებსა და დეპორტაციებს, აკრძალულ ლიტერატურას, დისიდენტების მოღვაწეობას, საბჭოთა კავშირის დაშლას, ლუსტრაციის პოლიტიკას და იმ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 20 წლის დაგვიანებით - 2011 წელს მიიღო.