წინამდებარე ნაშრომი, ლურსმულ წყაროებზე დაყრდნობით, შეისწავლის შუმერულ და აქადურ (ასურულ-ბაბილონურ) წარღვნის მითებს. ნაშრომში წარმოდგენილია ამ მითის შემცველი ყველა ტექსტისა თუ პასაჟის სიტყვა-სიტყვითი თარგმანი. კორპუსი აღჭურვილია ფილოლოგიურ-ისტორიული კომენტარებითა და შესაბამისი ლექსიკონებით.