ნაშრომი მიეკუთვნება ფსიქოლოგიის თეორიული დასაბუთების სფეროს. ფსიქოლოგიზმის არსის თავისებური ინტერპრეტაციის საფუძველზე ავტორი მიდის იმ დასკვნამდე, რომ ფსიქოლოგიზმს ადგილი აქვს აგრეთვე ფსიქოლოგიაშიც და რომ ბრძოლა ფსიქოლოგიზმის წინააღმდეგ არა ნაკლებ აქტუალურია ფსიქოლოგიაში, ვიდრე სხვა მეცნიერებაში.