წიგნში განხილულია სოფლის მეურნეობაში ბიოენერგოაქტივატორების გამოყენების შესაძლებლობანი. ისინი ახალი თაობის რეგულატორებია, რომლებიც პრინცი პულად განსხვავდებიან ცნობილი ქიმიური საშუალებებისაგან და მცენარეთა ენდოგენური (საკუთარი) რეგულატორული სისტემების მართვის საშუალებას იძლევიან. ბიოენეგოაქტივატორების გამოყენებით შესაძლებელია მცენარეთა ადაპტაცია სხვადასხვა პირობებთან. მათი წყალობით მცენარეები დასენიანებულ ნიადაგებზეც კი უფრო მდგრადია დაავადებებისა და მავნებლების მიმართ და უფრო იოლად ეგუებიან ამინდის არახელსაყრელ ზემოქმედებას. ისინი საშუალებას გვაძლევენ მივიღოთ ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის მოსავალი. ბიოენერგოაქტივატორები უზრუნველყოფენ მცენარეული და ცხოველური ორგანიზმების პროდუქტიულობისა და მდგრადობის არსებით გაზრდას და გარემოს გაბინძურების შემცირებას.