ნაშრომში გაშუქებულია გამოჩენილი მეცნიერის პავლე ინგოროყვას მიერ “გიორგი მერჩულეში“ განვითარებული შეხედულებები აფხაზეთისა და აფხაზების შესახებ, კერძოდ: ძველი აფხაზეთის მოსახლეობის ეთნიკური შედგენილობა და ვინაობა, აგრეთვე ძველი აფხაზეთის ტოპონიმიკა, სოციალურ-ეკონომიკური სტრუქტურა, პოლიტიკური ვითარება და კულტურა; ასევე განხილულია აფხაზეთში ჩრდილოეთიდან (ყუბანისპირეთიდან) და ჩრდილო-დასავლეთიდან (ადიღე-ჩერქეზეთიდან) გვიან საშუალო საუკუნეებში ჩამოსახლებული ხალხის (აფსუა-აბაზების და აღილე-ჩერქეზების) მეურნეობა, ყოფა-ცხოვრების წესი, რწმენა–წარმოდგენები და კულტურა.
ნაშრომში განხილულია, აგრეთვე, გამოჩენილი ქართველი მეცნიერების: გიორგი ახვლედიანის, სიმონ ყაუხჩიშვილის, ნიკო ბერძენიშვილის, გიორგი ჩიტაიას და სხვათა მიერ პავლე ინგოროყვას “გიორგი მერჩულეს“ ისტორიულ-მეცნიერული ღირებულების შეფასება.