სამეცნიერო ნაშრომი ეძღვნება ეკონომიკურ პოლიტიკაში გადაწყვეტილებების ძირითად საზოგადოებრივ ღირებულებებთან შესაბამისობის და მათი მიღების ტექნოლოგიის კვლევას. კერძოდ, მასში განხილულია საზოგადოების პრიორიტეტული ღირებულებები (თავისუფლება, სამართლიანობა, უსაფრთხოება, პროგრესი), რომლებიც განმსაზღვრელ როლს ასრულებენ ეკონომიკურ პოლიტიკაში გადაწყვეტილებების მომზადებისა და მიღების პროცესში. სწორედ მათი შესაბამისობის დონეზეა დამოკიდებული ეკონომიკურ პოლიტიკაში მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელების ეფექტიანობა ანუ პრაქტიკული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგები.