წინამდებარე ნაშრომში მონოგრაფიულად შესწავლილია ჩინეთის ისტორიული დედაქალაქები. კერძოდ, ქრონოლოგიური თანმიმდევრობით განხილულია მათი წარმოშობის და განვითარების ისტორია საუკუნეთა ჭრილში, ჩინური ქალაქთმშენებლობის ტრადიციები, პრინციპები და არქიტექტურის სპეციფიკური მახასიათებლები, ასევე წარმოდგენილია ქალაქების უმთავრესი ისტორიული ძეგლები. პარალელურ რეჟიმში, ნაშრომში გაანალიზებულია თითოეულ ქალაქთან დაკავშირებული პოლიტიკურ ეკონომიკური, კულტურული და იდეოლოგიური პროცესები ისტორიული განვითარების სხვადასხვა ეტაპზე.