წიგნში განხილულია გარემოს დაცვის, ბუნების დაცვის და ბუნებათსარგებლობის ცნებების ურთიერთკავშირი. პირველი ნაწილი ეხება ეკოლოგიის საფუძვლებს, მათ შორის, ორგანიზმის ეკოლოგიას, ორგანიზმს, როგორც ცოცხალ ერთიან სისტემას, ორგანიზმის და გარემოს ურთიერთქმედებას, აბიოტურ და ბიოტურ ფაქტორებს, ორგანიზმების ადაპტურ ბიოლოგიურ ციკლებს, ორგანიზმების ეკოლოგიურ კლასიფიკაციას, პოპულაციების ეკოლოგიას, ცნებას ეკოსისტემების შესახებ. მეორე ნაწილში განხილულია გარემოს კომპონენტები (ატმოსფერო, ლითოსფერო, ჰიდროსფერო, პედოსფერო, ბიოსფერო), მათი თავისებურებანი და დაცვის პრობლემები. მესამე ნაწილში მოტანილია ცნობები გარემოს დაცვის მექანიზმების შესახებ, მათ შორის, ეკოლოგიური სამართლის საფუძვლებზე, ეკოლოგიურ კონტროლზე და საერთაშორისო საქმიანობაზე გარემოს დასაცავად.