წინამდებარე ნაშრომში შესწავლილი და წარმოჩენილია ანტონ ჩეხოვის „ალუბლის ბალის“ ქართული ნარატივი, რომელიც გამოადგება ჩეხოვის შემოქმედებით დაინტერესებულ ქართველ ლიტერატურათმცოდნეებს, ხელოვნებათმცოდნეებს, ფილოლოგიისა და სამსახიობო-სარეჟისორო ფაკულტეტების სტუდენტებსა და საკითხით დაინტერესებულ ადამიანებს.