ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ერი გულადი, პურადი...

გამოცემის წელი2008
გამომცემლობაუნივერსალი

,,ვახტანგ გოგუაძის ნაშრომი „ერი გულადი, პურადი..” პირველად 1977 წელს დაიბეჭდა. მაშინ მისი ავტორი ახალგაზრდა, მაგრამ უკვე ცნობილი მეცნიერი იყო. წიგნმა გამოსვლისთანავე მიიქცია საზოგადოებრიობის ყურადღება. ნაშრომში ფილოსოფოსისა და ესთეტიკოსის მზერით იყო დანახული ის ტრადიციები, რომლებიც ქართველი ერის სულიერ ფასეულობათა კატეგორიას მიეკუთვნება. მაშინ ამ ტრადიციებს საბჭოური იდეოლოგიის შემოტევისაგან სჭირდებოდა დაცვა. ავტორმა მეტად თამამი საქმე იტვირთა: კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის დადგენილებას, რომელიც ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების წინააღმდეგ იყო მიმართული, მეცნიერული გამოკვლევა დაუპირისპირა".