კრებულში წარმოდგენილია 2015 წლის 5-6 სექტემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული VIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები. მოხსენებებში ასახულია ქართველ და უცხოელ მკვლევართა საქმიანობის შედეგები, რომლებშიც განხილულია ქრისტიანობისა და ეკონომიკის, რელიგიისა და საქმიანი ურთიერთობების ურთიერთზეგავლენის საკითხები, მათი თეორიულ-მეთოდოლოგიური ასპექტები და კავშირი ეკონომიკურ და სოციალურ რეფორმებთან.