კრებულში წარმოდგენილია 2010 წლის 25 იანვარს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ჩატარებული V სამეცნიერო კონფერენციის მასალები. მოხსენებებში ასახულია ქართველ მკვლევართა საქმიანობის შედეგები, რომლებშიც განხილულია ქრისტიანობისა და ეკონომიკის, რელიგიისა და საქმიანი ურთიერთობების ურთიერთზეგავლენის საკითხები, მათი თეორიულ-მეთოდოლოგიური ასპექტები და კავშირი საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ და სოციალურ რეფორმებთან.