მონოგრაფიაში განხილულია ძე. წ. XII-IV საუკუნეების სამხრეთდასავლეთი საქართველოს საისტორიო გეოგრაფიის პრობლემები, კერძოდ, საქართველოს ისტორიულ და თანამედროვე ტერიტორიაზე არსებულ უძველეს სახელმწიფოებრივ გაერთიანებათა (დაიენი, კოლხა, უიტერუხი) და მათში შემავალი ოლქების (კულხახალი, ხუშანი, აბიანი, შერიაზი, დიდინი, ქადა, ხალდირიულხი, შაშქი, შეშეთი, ბალთულხი, კაბილუხი, არდარაკიხი, აშკალაში) ლოკალიზაციის საკითხები. შესწავლილია სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში მოსახლე ქართველ ტომთა ისტორია ძველი ბერძნული, რომაული და სხვა წყაროების მიხედვით. გამოთქმულია მოსაზრებანი ზოგიერთი მათგანის ლოკალიზაციისა და ეთნიკური კუთვნილების შესახებ.