ნაშრომი ეძღვნება აჭარის ძველი ისტორიის ზოგიერთი საკვანძო საკითხის კერძოდ, აქ მოსახლე ტომის ვინაობის, ეთნიკური კუთვნილებისა და თვით სახელწოდება „აჭარა“-ს ეტიმოლოგიის შესწავლას. მონოგრაფიაში გაანალიზებულია ამ საკითხთან დაკავშირებით არსებული ყველა წერილობითი ძეგლი; გათვალისწინებულია სამეცნიერო ლიტერატურაში არსებული შეხედულებები. დასმულია საკითხი, იმის შესახებ, რომ თუ შედიოდა აქარა ჭანთა, ლაშთა და სხვა გომთა განსახლების არეალში. ასევე სატომო სახელწოდებების – უიტერუხის, ბიძერისა და ძიდრიტის ურთიერთმიმართებანი და მათი კავშირი ტერმინ აჭარასთან. აქვეა აჭარის ტერიტორიაზე არსებული უძველესი ტოპონიმების, ჰიდრონიმებისა და ორონიმების სემანტიკის გარკვევის ცდა, რომელიც საფუძველი უნდა იყოს აჭარელთა წინაპრების (ვი-ძარები/ ჭარ-ები) ეთნიკური წარმომავლობის სურათის აღდგენისათვის.