,,წინამდებარე შრომა წარმოადგენს ბიბლიის საკითხთა საგნობრივ განხილვას, რაც დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს მოიძიოს მისთვის საინტერესო საკითხი. ლექსიკონი არ არის გათვალისწინებული საღმრთო წერილის მხოლოდ ცალკე სიტყვებისა და გამოთქმების განმარტებისათვის. მასში მოთავსებული, ანბანის რიგზე გაწყობილი, სტატიები ქვეთავებადაა დაყოფილი. თითოეულ სიტყვასა და გამოთქმაზე მოცემულია ძველი და ახალი აღთქმის წიგნებიდან მოყვანილი მოძღვრებანი, რაც მკითხველს თითქმის ამომწურავ ცოდნას აძლევს ამა თუ იმ სიტყვასა და ტერმინზე მთელ საღმრთო წერილში არსებული მოძღვრების შესახებ".