,,ქართული სპორტის ისტორიაში აფხაზეთის სპორტსმენების მონაგარს უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. აფხაზეთს ხომ დიდი სპორტსმენების სამჭედლოს უწოდებდნენ. ამ პატარა კუთხემ უამრავი – საქართველოს, სსრკ-ს, მსოფლიოს, ევროპის თუ ოლიმპიური ჩემპიონი, საერთაშორისო დონის მწვრთნელი, მსაჯი, სპორტის დამსახურებული ოსტატი აჩუქა სამშობლოს. ისინი მუდამ წარმატებით ასპარეზობდნენ ეროვნულ, საკავშირო თუ საერთაშორისო სარბიელზე.
წინამდებარე წიგნიც სწორედ მათ ოსტატობაზე, შემართებასა და მამულიშვილობაზე მოუთხრობს მკითხველს".