ნაშრომში მდიდარი საარქივო მასალის, წყაროების და სპეციალური ლიტერატურის კრიტიკული განხილვა-შეფასების საფუძველზე მონოგრაფიულად არის შესწავლილი ჩრდილო კავკასიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადმინისტრაციული ერთეულის – თერგის ოლქის სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება საადგილმამულო-საგლეხო რეფორმის მომზადებისა და გატარების პერიოდში.