მონოგრაფია ეძღვნება საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ნაშრომში განხილულია ეკონომიკური, სამხედრო, პოლიტიკური და ჰუმანიტარული ასპექტები. ქვეყანაში სტაბილიზაციის მიღწევისათვის, საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მთელ სისტემაში, ავტორი ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ეკონომიკური უსაფრთხოების პრობლემებზე. ასევე მოცემულია საზღვარგარეთის გამოცდილების შესწავლისა და ეროვნულ–სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინების საფუძველზე, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ფუნქციონირების პრობლემების გადაწყვეტის გზები.