ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

საქართველოს სასაზღვრო სივრცის გეოგრაფია

გამოცემის წელი2001
გამომცემლობაგანათლება

წიგნის შესავალ ნაწილში მოცემულია საქართველოს სასაზღვრო სივრცის გეოგრაფიის არსი და ამოცანები, ზოგადად არის განხილული თუ რა კავშირი აქვს მას სამხედრო გეოგრაფიასთან. პირველ თავში განხილულია საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა და საზღვრები, საქართველოს გეოპოლიტიკური გარემო. მეორე თავში მოცემულია ჩვენი ტერიტორიისა და საზღვრების ზოგადისტორიულ-გეოგრაფიული და კარტოგრაფიული ცნობები. მესამე თავი ეძღვნება სასაზღვრო სივრცის ბუნებრივ პირობებსა და რესურსებს. განხილულია რელიეფის თავისებურებანი, მინერალური ნედლეული და არამადნეული საბადოები, შავი ზღვა, ტერიტორიული წყლები, ჰავა, კლიმატური რესურსები, შიდა წყლები, ნიადაგები, მცენარეულობა და ცხოველთა სამყარო, გარემოს ეკოლოგიური ვითარება და დაცვის პრობლემები. მეოთხე თავში მოცემულია სასაზღვრო სივრცის განსახლება, მოსახლეობის რაოდენობა და ეროვნული შემადგენლობა, მათი ტერიტორიული განლაგება, მათი დინამიკა. მეხუთე თავი მოიცავს სასაზღვრო სივრცის მეურნეობის ძირითად ნიშნებს, აგროპოლიტიკას, მრეწველობას და მის ადგილს სასაზღვრო სივრცეში; ტრანსპორტს, კავშირგაბმულობას, საკურორტო მეურნეობას და ტურიზმს. მეექვსე თავი ეხება შიდა ტერიტორიულ სხვაობებს. განხილულია სასაზღვრო სივრცეში მოქცეული რეგიონები.