,,წიგნი ძირითადად გადმოგვცემს თეთრი და შავი მაგიის ურთიერთგანსხვავებებსა და მსგავსებას: ავტორი ამ მაგიათა მნიშვნელობებსა და მახასიათებლებს, როგორც იდეებს სიკეთისა და ბოროტების, სინათლისა და სიბნელის შესახებ, ააშკარავებს და გამოსახავს ფიზიკური, საგნობრივი ენით – ის ამ იდეებს პერსონაჟთა ფიგურებით, მათი ჩაცმულობით, გარეგანი ემოციური გამოხატულებებითა და სხვადასხვა მოვლენა-ღონისძიების მიმართ დამოკიდებულებებით ამჟღავნებს. პიესაში აღწერილი პერსონაჟთა მოძრაობები, ცეკვები და ა.შ. გამიზნულია იმისათვის, რომ გადმოიცეს გიორგი გურჯიევის მიერ ჩამოყალიბებული „ცეკვების“ სისტემის შინაარსი და თავად მისივე გარეგნული მხარის დემონსტრირება".