წიგნი მოიცავს საქართველოს ორგანულ კანონებს, საქართველოს კანონებს, აგრეთვე ამონარიდებს ამ კანონებიდან. წიგნში შესული კანონების უმეტესობას პირდაპირი შემხებლობა აქვს პარლამენტის საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებთან და ადგენს პარლამენტის წევრის სტატუსს, ფრაქციის შექმნის წესს, არეგულირებს ლობისტური საქმიანობის განხორციელების პროცედურას და სხვა.