,,ივერთათვის მეტად მძიმე ჟამიანობის დროს მოულოდნელად მიიცვალა სამცხის ათაბაგ, მანუჩარ მეორე, მემკვიდრეობა მისმა ძემ, მარაბდის ომის გმირმა და სამშობლოსათვის თავდადებულმა მებრძოლმა მანუჩარ მესამემ მიიღო, მაგრამ ქართველობიდან და ქრისტიანობიდან გამდგარმა ლივანის მთავარმა, ბექა ჯაყელმა 1625 წელს საწამლავით მოუღო ბოლო ძმისწულს, ღალატის ფასად ოსმალთაგან ორ-თუღიანი ფაშობა ირგო, სახელად საფარფაშა დაირქვა, სამცხის ათაბაგად თავად დაჯდა და ოსმალთა ლაშქარს კლარჯეთისაკენ გზა გაუხსნა. ასე დაიწყო აჭარაში ოსმალთა სამასწლიანი, სისხლიანი ბატონობა".