"წინამდებარე სახელმძღვანელოს ქართული თარგმანი იურიდიული განათლების დაუფლებისა და გაღრმავების სურვილის მქონე ქართულენოვანი მკითხველისთვის ერთობ საინტერესო ლიტერატურულ წყაროს წარმოადგენს. სახელმძღვანელოს შედგენა, სხვა სამეცნიერო ნაშრომების შექმნისგან განსხვავებით, ავტორისგან მოითხოვს, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს ნაშრომის დიდაქტიკურ ასპექტზე, მის მწყობრ, ნათელ და ადვილად ათვისებად თვისებებზე, რადგან სახელმძღვანელოები, უპირველეს
ყოვლისა, გათვლილია სტუდენტებზე, რომლებიც ცდილობენ თავი დააღწიონ სამეცნიერო ლაბირინთებს“ – ირაკლი დვალიძე.