,,წინამდებარე ნარკვევის მიზანია ისტორიულ-ეთნოგრაფიული მონაცემების საფუძველზე ქართველ მთიელთა ტრადიციულ ყოფაში გასული საუკუნის 20-30-იან წლებამდე შემორჩენილი „უცხოს გათავისების“ წესის წარმოჩენა. აღნიშნული ფენომენი პირდაპირ მიმართებაშია მთის რეგიონში გავრცელებულ სისხლ-მესისხლეობის უძველეს ტრადიციასა და მასთან დაკავშირებულ სოციალურ მობილობასთან, სივრცის ხალხურ გააზრებასთან, საერთოდ, მთურ მენტალიტეტთან".