ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

სიტყვა

გამოცემის წელი2002
გამომცემლობასამშობლო ფორტე

ამ წიგნში თავი მოვუყარე ძირითადად ბოლოდროინდელ ჩემს კრიტიკულ-პუბლიცისტურსა და ესეისტურ ნაწერებს. კრებულში შევიტანე აგრეთვე ჩემი საჯარო გამოსვლები და ჟურნალისტებთან საუბრებიც, ოღონდ – მხოლოდ ის მასალა, რომელშიც მე ან წერილობით ვუპასუხებდი შეკითხვებს, ან ამ დიალოგებს საბოლოო წერილობით სახეს მე ვაძლევდი. ორი წერილი თანაავტორობით დაიწერა: „ვის ვროზგავთ“ – კოტე გაბაშვილისა, „რომლითა საწყაულითა“ – სოსო ცისკარიშვილისა (ამ უკანასკნელი წერილის პირველ პუბლიკაციაში, სამწუხაროდ, ტექნიკური ხარვეზის გამო, მხოლოდ ერთი ავტორი იყო მითითებული). შესაბამისი მასალის თანაავტორებადვე ვთვლი ზემოხსენებულ ჟურნალისტებსაც. 
ადრე გამოქვეყნებული მასალა ამჯერად წარმოდგენილია ყოველგვარი სარედაქციო კუპიურის გარეშე.
ცალკე თავებადაა გამოყოფილი:
1. „ძალა სიტყვისა" (პუბლიცისტიკა);
2. „მესიტყვენი“ (მწერალთა ლიტერატურული პორტრეტები);
3. „სიტყვის-გება“ (პოლემიკა);
4. „ცოცხალი სიტყვა“ (საჯარო გამოსვლები);
5. „სიტყვა-პასუხი“ (დიალოგები);
6. „სიტყვით ნატირები“ (გამოსათხოვარი).

წიგნსაც სათაურად „სიტყვა“ დავარქვი – ქართულ სიტყვას მიყურადებული, ეს ორმოცი წელიწადია მის მსახურებას ვცდილობ; სიტყვის მსახურებისას კი, მწამს, იმ სიტყვასაც ვემსახურები, რომელიც „პირველითგან იყო“.

თ. კვაჭანტირაძე