ლევან მარუაშვილი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში იკვლევდა „ვეფხისტყაოსნის“ გეოგრაფიულსა და ასტრონომიულ ელემენტებს და ჩატარებული მუშაობის საფუძველზე გარკვეულ დასკვნებს მიადგა სამყაროს რუსთაველისეული ასახვის შესახებ. ამჯერად ავტორის ძირითადი ამოცანაა, ხსენებული დასკვნების საფუძველზე პოპულარულად გააშუქოს მათგან გამომდინარე რუსთველოლოგიური და ზოგად სამეცნიერო დებულებანი.