დავუ, მასენა, ლანი, ბერტიე, ნეი, მიურატი... - ეს სახელები ნაპოლეონის ეპოქის სიმბოლოებად იქცა. იმპერიის პერიოდში ნაპოლეონმა სულ 26 მარშალი დანიშნა. მათ ცხოვრება ქაოსურ, ომითა და სისხლისღვრით აღსავსე წლებში გაატარეს. ყველამ დიდების მწვერვალს მიაღწია. ზოგიერთი ადრევე დაიღუპა, ზოგმა კი დიდხანს იცოცხლა და მონაწილეობა მიიღო საფრანგეთში შემდგომში მომხდარ დიდ გარდაქმნებში. წინამდებარე გამოცემით ქართველ მკითხველს პირველად ეძლევა საშუალება, ქართულ ენაზე გაეცნოს საფრანგეთის მარშლების საინტერესო მოღვაწეობას.