ნაშრომში წარმოდგენილია პოსტმოდერნისტული ტენდენციები XX საუკუნის მეორე ნახევრის ქართულ პროზაში. ნაჩვენებია განსხვავებული თემატიკით, მხატვრული სტილითა თუ ესთეტიკური აზროვნების მრავალფეროვნებით გამორჩეული მწერლების მიმართება ახალი ლიტერატურული მიმდინარეობის მიმართ და მათი გამოხატულება ტექსტებში პოსტმოდერნიზმისათვის დამახასიათებელი პროცესებისა და პრინციპების საფუძველზე ხდება ნაირა გელაშვილის, გურამ დოჩანაშვილის, ჯემალ ქარჩხაძისა და ოთარ ჭილაძის პროზის თავისებურების განხილვა.