ნაშრომში წარმოდგენილია XX საუკუნის დასასრულისა და XXI საუკუნის დასაწყისის პროზის თავისებურებანი, ,,თხრობის პაროდიული მოდუსი“, მხატვრულ-დოკუმენტური პროზა, ასევე პოსტმოდერნისტული „თამაშის“ ნიმუშები. ნაჩვენებია განსხვავებული თემატიკით, მხატვრული სტილითა თუ ესთეტიკური აზროვნების მრავალფეროვნებით გამორჩეული მწერლების მიმართება ახალი ლიტერატურული მიმდინარეობის მიმართ და მათი გამოხატულება ტექსტებში. ნაშრომში საუბარია ეპოქათა ზღვარზე განვითარებული ქართული პროზის თავისებურებებთან ერთად იმ ტენდენციებზე, რომელმაც სრულიად მოიცვა სამყარო.