,,წინამდებარე კრებულში შევიდა მოხსენებათა საფუძველზე შექმნილი სტატიები საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე დასმული, ამ პერიოდის სხვადასხვა კარდინალური საკითხის შესახებ. ეს იყო პრობლემები, რომლებიც თან სდევდა საქართველოში პირველი რესპუბლიკის დაარსებას (1918 წლის 26 მაისი), დამოუკიდებლობის დეკლარაციის გამოცხადებას, სახელმწიფოებრივი სტრუქტურის შექმნა-სრულყოფას, გერმანიასთან სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმებას, საზავო ხელშეკრულებას ოსმალეთთან, ქართველი ერის – მთელი დემოკრატიული ძალების მთავრობის გარშემო კონსოლიდაციას, ურთიერთობას აზერბაიჯანთან და სომხეთთან და სხვა" – როინ მეტრეველი.