ოთარ ეგაძის რომანი „დღენი ჩვენი ბრძოლებისა“ წარმოადგენს პირველ ნაწილს ისტორიული ტრილოგიისა, სადაც ასახულია მძაფრი ეროვნული და სოციალური კონფლიქტები საქართველოში ცხრაასიანი წლებიდან 1921 წლამდე. რომანში მრავალ ისტორიულ პირს შეხვდება მკითხველი, რომელთა შორის არიან: ლენინი, სტალინი, ილია ჭავჭავაძე, არჩილ ჯორჯაძე, ეგნატე ნინოშვილი, ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი, კარლო ჩხეიძე, აკაკი წერეთელი, ჩხენკელი, გეგეჭკორი, ორჯონიკიძე, მახარაძე, წულუკიძე, ქავთარაძე, ბუდუ მდივანი, მეფისნაცვალი ვორონცოვი, გენერლები: დენიკინი, მაზნიაშვილი, ქემალ–ფაშა... ნაჩვენებია ბოლშევიკების, მენშევიკების, ფედერალისტების, ესერების, ნაციონალ-დემოკრატების, ანარქისტების, დაშნაკების, მუსავატთა პარტიის თვალსაჩინო წარმომადგენლები. ამ ფონზე ავტორის მიერ მხატვრულადაა განზოგადებული მთავარი მოქმედი გმირის ტიტე ცამიწაძის სახე.