მონოგრაფიაში განხილულია სოციალისტური კულტურის წარმოშობისა და განვითარების აქტუალური პრობლემები, ყურადღება გამახვილებულია იმ თავისებურებებსა და ძირითად ნიშნებზე, რომლებიც სოციალისტური ტიპის კულტურას ახასიათებს. ამ მიზნით განხილულია კულტურის, როგორც საზოგადოებრივი ცხოვრების განსაკუთრებული ფენომენის რაობა და განვითარების ზოგადი კანონზომიერება. წარმოჩენილია სოციალისტური კულტურის როლი საზოგადოებრივი ცხოვრების შემდგომი პროგრესული განვითარების საქმეში.