წინამდებარე წიგნი ეთმობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მრავალმხრივ, კომპლექსურ ანალიზს მისი ფუნქციონირების 20 წლის დინამიკაში. ნაშრომში შეფასებულია სასამართლოს ინსტიტუციური როლი, მნიშვნელობა კონსტიტუციური ღირებულებების დაცვის პროცესში; პრაქტიკაზე დაყრდნობით გაანალიზებულია სასამართლოს მიერ ფუნდამენტური უფლებების მიზნობრივი განმარტებისთვის დადგენილი სტანდარტები, კრიტერიუმები, ინსტრუმენტები, ასევე, მათი გამოყენების შედეგები; მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა წლების განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოსა და პოლიტიკური ხელისუფლების ურთიერთდამოკიდებულების პრობლემების, არსებული გამოწვევების ანალიზს.