„კალმასობა“ (ლათ. — „quaerere“. ქართ. — „საძებნელად წასვლა“, ანუ „ძიება“) — XVIII საუკუნის ქართული ენციკლოპედიური ხასიათის თხზულება. იგი ასახავს მაშინდელი ცოდნის თითქმის ყველა დარგს. მისი ავტორია იოანე ბატონიშვილი. შედგენილია პეტერბურგში 1813—1828 წ.წ. თხზულება იწერებოდა 15 წლის განმავლობაში. არსებითად, თხზულება არის ძველი ქართული მწერლობის ბოლო ნაწარმოები და ახალი ქართული მწერლობის პირველი მხატვრული ძეგლი (ალ. ბარამიძე).