ნაშრომში დადგენილია ზმნური ფუძეების სტრუქტურული მოდელები, განხილულია ზმნური ფუძეების სტრუქტურასა და ისტორიასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები: ხმოვანთმონაცვლეობა, თანხმოვანთა კომპლექსების მოდელები, თანხმოვანთა და თანხმოვანთა კომპლექსების ცვლილებანი, ზმნური ძირების რედუპლიკაცია, პირველადი საწყისების სუფიქსთა გენეზისი, უმარცვლო და მარცვლიანი ფუძეების ისტორიული ურთიერთმიმართება.