მონოგრაფიის მიზანია გააშუქოს საქართველოს მიწათმოქმედებაში აზოტის ბალანსის ძირითადი საკითხები – კვლევის უახლესი მეთოდის გამოყენებით მიღებული ექსპერიმენტული მასალის საფუძველზე. გამოკვლევები ტარდებოდა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში, ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებულ ნიადაგურ-კლიმატურ და სამეურნეო პირობებში.