წინამდებარე შრომა მიზნად ისახავს გამოიკვლიოს სასჯელის შინაარსი და მიზნები საბჭოთა სისხლის სამართლის მიხედვით და მისი განსხვავება სოციალური დაცვის ღონისძიებებისაგან. სასჯელის შინაარსისა და მიზნების გამოკვლევა და დადგენა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იღებს „სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების სისხლის სამართლის კანონმდებლობის საფუძვლების" გამოცემასთან დაკავშირებით.