,,თემო ვაშაყმაძის ნოველებშიც ერთ მხარეს სწორედ ასეთი გაზაფხულია, მეორე მხარეს კი ცხოვრებაა – მკაცრი, დაუნდობელი, შეულამაზებელი... ერთი მხრივ, ავტორის სულიერი ღელვანი და განცდებია გადმოცემული, მეორე მხრივ კი, დახატულია ჩვენი ნამდვილი ცხოვრება, რომელიც გვსუსხავს და იარებს გვიტოვებს... იასამნისა და აკაციის ყვავილების სურნელით მთვრალი იგებს დის ავადმყოფობას, რომელიც უკურნებელი სენით გარდაიცვლება... გარდაეცვლება მეუღლეც... ასე გამოსტაცებს სიკვდილი ხელიდან ორ უძვირფასეს თამარს,მაგრამ იბადება მესამე თამარი, შვილი, როგორც სიცოცხლის გაგრძელება, ხვალის იმედია. ავტორისეული განცდები ყველაზე მეტად მაინც შვილებს დასტრიალებს თავს, რომლებიც ნოველების პერსონაჟები არიან.. გოგლიკოს „კარცერ-ლუქსის“ ირგვლივ ტრიალებს მთელი სამყარო – ეს დოჩანაშვილისეული პატარა ოთახი პოეზიის, მუსიკისა და ხელოვნების კუნძულია, სულის შვებაა" – თამარ შაიშმელაშვილი.